ევრობასკეტი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ფიბა
Aa
Aa

FIBA საქართველოს ნაკრებზე: ევრობასკეტზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევა ეყოლება

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ (FIBA) საკუთარ ვებ-გვერდზე ევრობასკეტ 2022-ზე მონაწილე ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბუნებრივია საქართველოს ნაკრებზეც არის საუბარი.

ქართული კალათბურთის გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ ჩვენი დედაქალაქი წელს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქი იქნება და ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო კალათბურთის გრანდები ჩამოვლენ.

რაც შეეხება FIBA.com-ის სტატიას, თავდაპირველად გეტყვით, რომ ილიას ზუროსის გუნდი ტურნირზე მე-14 ნომრად არის განთესილი, სტატიაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრები საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება და ახლადაშენებულ სპორტის სასახლეში ადვილი გასეირნება არცერთ ნაკრებს ექნება.

FIBA.com-ი საქართველოს ნაკრებზე:

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებს, საქართველოს ნაკრები იქნება. თბილისში, ახლადაშენებული თანამედროვე სტანდარტების არენა თამაშის დროს განსაცვიფრებელ ატმოსფეროს შექნის. აქ, საქართველოს ნაკრებმა უკვე გამოსცადა გამარჯვების განცდა, როდესაც გასულ თვეში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, თუმცა, მომავალ შეხვედრებში სრულიად განსხვავებული განწყობა იქნება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეტევის ხაზი აქვს. ამასთან, შენგელია-შერმადინის დუეტს გოგა ბითაძეც შეუერთდება, რაც შეტევას კიდევ უფრო გააძლიერებს.

FIBA-ს მიხედვით, ევრობასკეტის ფავორიტთა სია ასეთია:

1. სლოვენია; 2. საფრანგეთი; 3. საბერძნეთი; 4. სერბეთი; 5. ლიეტუვა; 6. ესპანეთი; 7. თურქეთი; 8. იტალია; 9. გერმანია; 10. ჩეხეთი; 11. ხორვატია; 12. ფინეთი; 13. ისრაელი; 14. საქართველო; 15. პოლონეთი; 16. ბოსნია და ჰერცეგოვინა; 17. მონტენეგრო; 18. ბელგია; 19. უკრაინა; 20. დიდი ბრიტანეთი; 21. უნგრეთი; 22. ბულგარეთი; 23. ესტონეთი; 24. ნიდერლანდები.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 1-დან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, თბილისი კი A ჯგუფის შეხვედრებს 1-9 სექტემბერს უმასპინძლებს. ამის შემდეგ ტურნირის დასკვნითი ნაწილი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ახლა სლოვენიაში იმყოფება და ევრობასკეტისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-ს გამოხმაურება საქართველო-ესპანეთის მატჩზე
FIBA-ს გამოხმაურება საქართველო-ესპანეთის მატჩზე