ოფიციალურად: კასილიასი "პორტუში" რჩება!
იკერ კასილიასმა საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ მომავალ სეზონსაც "პორტუს" რიგებში გაატარებს.
"ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ მომავალ სეზონშიც "პორტუს" ფორმით ვითამაშებ. ველოდები ახალ გამოწვევებს". - წერს იკერი.
36 წლის მეკარეს "დრაკონებთან" კონტრაქტი 30 ივნისს დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა მხარეებმა კიდევ ერთი წლით თანამშრომლობა გადაწყვიტეს.
კასილიასი "პორტუში" 2015 წელს მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. მას პორტუგალიურ გრანდთან ერთად ტიტული ჯერ არ მოუგია.