საქართველომ შვედეთი დაამარცხა
Aa
Aa

საქართველომ შვედეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვს.

პატარა "ჯვაროსნებმა" შვედეთის ნაკრებს 2:1 მოუგეს.

ანგარიში მატჩის სტარტზე, მე-3 წუთზე გიორგი კოხრეიძემ გახსნა, რომელმაც მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. 

მეორე გოლი 31-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ გაიტანა. 

მეორე ტაიმში შვედებმა გიოკერესის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, თუმცა მეტი ვერ შეძლეს და ორი ტურის შემდეგ კვლავაც უქულოდ არიან.

საქართველო: ჩოჩიშვილი - მალი, ბურჯანაძე, კობოური, ლაკვეხელიანი - სამურკასოვი (ხუბაშვილი 88), კუცია, ქოჩორაშვილი (საღრიშვილი 71) - არაბიძე, ჩაკვეტაძე (არველაძე 86), კოხრეიძე.

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებს 3 ქულა აქვს და ბოლო ტურში ჩეხეთთან სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავა.

ჩვენი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩეხეთთან ითამაშებს. შეხვედრა 8 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები