ეკო გორგოძე, კონტავეიტი
Aa
Aa
26 ივლისი 2022  |  17:38

კონტავეიტს ვერაფერი მოუხერხა - გორგოძე რეიტინგის მეორე ნომერთან დამარცხდა

საჩოგბურთო სამყაროში ქალთა შორის პრაღის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობას ეკო გორგოძე იღებდა. ქართველ ჩოგბურთელს, პირველ წრეში სამწუხაროდ მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ანეტ კონტავეიტი შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა.

ქართველი ჩოგბურთელისთვის პირველი სეტი კოშმარული გამოდგა. ეკომ ვერცერთი გეიმი ვერ მოიგო და სამი საკუთარი ჩაწოდება დათმო. გორგოძეს არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა.

იგივე სცენარით წარიმართა მეორე სეტი, თუმცა ეკომ ერთი გეიმის მოგება მოახერხა. გორგოძეს ბრეიკ პოინტი არც მეორე სეტში არ ჰქონდა. საბოლოო ჯამში 0:6 1:6.

ცნობისთვის, საქართველოს პირველმა ნომერმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. უკანასკნელად გორგოძემ ვერსმოლდის ღია პირველობაზე რეიტინგის 225-ე ნომერი ბელარუსი იულია ჰატუკა ორ სეტში 7:6 6:3 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება
მარიო რუი ხვიჩაზე: „ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, აუცილებლად დაგვეხმარება"