ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
Aa
Aa

ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩები დაგეგმა, რომლებიც ძალიან საინტერესო გამოდგება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

2 შეხვედრა საქართველოში გაიმართება, ერთიც სტუმრად. 6 ნოემბერს შინ ურუგვაის ვუმასპინძლებთ, 12 ნოემბერს კი სამოას. 19 ნოემბერს კარდიფში უელსს დავუპირისპირდებით.

რაც შეეხება „ბორჯღალოსნების“ ურთიერთშეხვედრებს ხსენებულ ნაკრებებთან: ურუგვაის საქართველო სულ ექვსჯერ შეხვდა, 4 მოგება 2 მარცხის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სამოას, საქართველოს ნაკრებმა მათ სამჯერ მოუგო. 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ერთიც სამოელებმა მოიგეს.

უელსის შემთხვევაში გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანელებს ჩვენთან სამიდან სამივე შეხვედრა მოგებული აქვთ.

შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, ბათუმში საქართველოს ნაკრებმა პირველი დონის გუნდს ისტორიაში პირველად მოუგო - „ბორჯღალოსნებმა“ იტალია 28:19 დაამარცხეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ ამბავი: ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩს იმსაჯებს
სუპერ ამბავი: ამაშუკელი ოთხი ერის ორ მატჩს იმსაჯებს