გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა
Aa
Aa

„ქართველების ქამბექი" - სლოვანმა ფერენცვაროშს სტუმრად მოუგო

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მე-2 ეტაპის პირველ შეხვედრაში, ბათუმის „დინამოს“ მძლეველმა ბრატისლავის „სლოვანმა“ უნგრეთში „ფერენცვაროშს“ 2:1 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამჯერადაც „ქამბექი“ შემოგვთავაზა.

70-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ და თითქოს მატჩის მოსაგებად ეს ბურთი საკმარისი იყო, თუმცა დასკვნით 10 უთეულში ვაისის გუნდმა და განსაკუთრებით მისმა ქართველმა ლეგიონერებმა შეხვედრის გადასარჩენად თავის გამოჩენა შეძლეს.

81-ე წუთზე სტანდარტულის ჭკვიანურად გათამაშების შემდეგ, გურამ კაშიას მოხდენილი თავურით „სლოვანმა“ წონასწორობა აღადგინა.

86-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან დრიბლინგი შემოგვთავაზა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და ბარსეღიანს გადააწოდა, რომელმაც ლამაზი დარტყმით „სლოვანი“ წინ გაიყვანა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგო და მომდევნო ეტაპს მიუახლოვდა. რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, კაშიამ და კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარეს. ჩაკვეტაძე კი მოედანზე 73-ე წუთზე ვლადიმერ ვაისი უმცროსის ნაცვლად გამოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ბათუმის დინამოზე უკეთესი გუნდი გვყავს" - კვეკვესკირი მატჩის წინ