სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

„NBA-ში შანსი აუცილებლად მიეცემა" - Behind the Buck Pass-ი სანდროზე წერს

ამერიკული სპორტული ვებგვერდი, Behindthebuckpass.com-ი „მილუოკი ბაქსის“ ქართველ კალათბურთელზე, სანდრო მამუკელაშვილზე წერს და მის მიერ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე ნაჩვენებ თამაშს ეხმიანება. ავტორის თქმით, „მამუმ“ პროგრესს მიაღწია და NBA-ში თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მიიღებს.

„როცა საზაფხულო ლიგა დაიწყო, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის მოთამაშესავით გამოიყურებოდა. წინასასეზონო ეტაპზე, მან კუნთის მასა მოიმატა და ისეთი შთაბეჭდილება დაგვიტოვა, რომ სროლებისას უფრო მაღლა ხტებოდა. მამუკელაშვილი უფრო ათლეტური გახდა და ეს მისთვის NBA-ში წარმატების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, ის ფაქტი კი, რომ სანდრო პროგრესისთვის უკან არაფერზე იხევს, მისი მომავლისთვის კარგი ნიშანი უნდა იყოს.

მილუოკიმ წლევანდელ დრაფტზე მაღალი კალათბურთელების დამატებისგან თავი შეიკავა და მხოლოდ სერჟ იბაკას გაუხანგრძლივა კონტრაქტი, რაც შესაძლოა, მამუსა და მის მიერ გაწეული სამუშაოს დამსახურება იყოს. ზუსტად ვერ ვიტყვით, ასეა თუ არა, მაგრამ მამუკელაშვილი უმაღლეს დონეზე თამაშის შანსს აუცილებლად მიიღებს. დიახ, მაიკ ბუდენჰოლცერს ცუდი ჩვევა აქვს და ახალგაზრდა კალათბურთელებს სათამაშო დროს არ აძლევს, მაგრამ ზემოთ ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, სხვა ვარიანტი უბრალოდ არ ექნება. იმედია, მამუ შანსს გამოიყენებს და როტაციის მოთამაშე გახდება“.

შეგახსენებთ, რომ „მამუ“ საზაფხულო ლიგაზე საშუალოდ 17 ქულას, 8.8 მოხსნასა და 2.4 შედეგიან გადაცემას მაინც აგროვებდა და პარკეტიდან 45 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან - 47.6 პროცენტით უტევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სენსაცია ზაგრებში - მარგველაშვილის წარმატებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
სენსაცია ზაგრებში - მარგველაშვილის წარმატებული მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე