„ბოლოს ასეთი გოლი ალბათ ვარჯიშზე გავიტანე
Aa
Aa

„ბოლოს ასეთი გოლი ალბათ ვარჯიშზე გავიტანე" - ვლადიმირ ვაის უმცროსი

ბრატისლავის „სლოვანის“ კაპიტანმა ვლადიმირ ვაის უმცროსმა „დინამო ბათუმთან“ გატანილ მეორე გოლზე ისაუბრა. სლოვაკმა ფეხბურთელმა კუთხურიდან ჩაახვია და მისი თქმით, „სლოვანის“ მოთამაშეებს არ სჯერათ, რომ ეს განზრახ გააკეთა.

„გუნდში ნახევარს არ სჯერა, რომ ეს განზრახ გავაკეთე. დავინახე, რომ მეკარე გამოსული იყო და მოხარული ვარ, ყველაფერი რომ გამომივიდა. ბოლოს ასეთი გოლი ალბათ, ვარჯიშზე გავიტანე.

მატჩს რაც შეეხება, ვიცოდით, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში კონფერენს ლიგაზე თამაში მოგვიწევდა და ჩვენი ძალების მაქსიმუმი გავიღეთ. არ მახსოვს, ბოლოს ამდენი ხანი უბურთოდ როდის ვიყავით. მომდევნო მატჩებში ხარისხი გაუმჯობესდება, მაგრამ ამ შეხვედრაში წინ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით“.

შეგახსენებთ, რომ ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. ანგარიში მატჩის 104-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გახსნა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გია გეგუჩაძის შეგირდები გაიმარჯვებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. 115-ე წუთზე მარსეგიანმა მარჯვენა ფეხით შორეულისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი რეხვიაშვილს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად კუპატაძის მარცხენა კუთხეში შევარდა. „დინამომ“ 5 წუთით ადრე ძალიან დასანანი ბურთი გაუშვა. 123-ე წუთზე შეხვედრას კოშმარული ფინალი ჰქონდა. ვაისმა კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია. კუპატაძე ზედმეტად წინ იყო გამოსული, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომლითაც გამოცდილმა მეტოქემ კარგად ისარგებლა და იდეალური დარტყმა განახორციელა - 1:2.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მე-3 გამარჯვება - ტოჩინოშინმა ტურნირის ლიდერს დამაჯერებლად მოუგო
მე-3 გამარჯვება - ტოჩინოშინმა ტურნირის ლიდერს დამაჯერებლად მოუგო