ბათუმის დინამო
Aa
Aa

კოშმარული ფინალი - ბათუმის დინამო სლოვანთან 123-ე წუთზე დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ ბრატისლავის „სლოვანს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში ბათუმელები მეტოქეს სჯობდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შეიქმნა. იყო პენალტის ეპიზოდიც, როცა „სლოვანის“ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა ვიდეო რეფერის არყოფნის გამო მომენტი არ გადამოწმდა და არბიტრმაც ეს ეპიზოდი გაატარა.

ტაიმის მიწურულს ჯოვინოს კარგი მომენტი ჰქონდა, როცა კონტრშეტევის დროს სიტუაცია მარცხნივ პასს მოითხოვდა, სადაც დავითაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე რჩებოდა, თუმცა ფლამარიონმა თავის თავზე აიღო და კარგი შანსი გააცუდა.

მეორე ტაიმში „დინამომ“ აქტიურობა განაგრძო და უპირატესობა უფრო გაზარდა. გია გეგუჩაძის გუნდს გატანა მეორე ნახევარშიც შეეძლო, ჯერ ჯოვინოს მომენტი ვიხილეთ, როცა ქუსლით ეფექტურად ურტყამდა, შემდეგ იყო ალთუნაშვილის ლამაზი პასი და ჯიღაურის სუსტი დარტყმა. ამ იერიშისას ბათუმელებს გატანა მართებდათ.

75-ე წუთზე მსაჯმა აშკარა პენალტი არ დაგვინიშნა, როცა ალთუნაშვლმა მარჯვენა ფლანგიდან ძალიან ეფექტური მოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა, თუმცა მას ფეხი დაუდეს, დაეცა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი გაატარა.

„სლოვანმა“ 90 წუთში თავისი ერთადერთი სახიფათო მომენტი შეხვედრის მიწურულს შექმნა, როცა თავური დარტყმით გატანა საპონიჩს შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა და „დინამო“ გადარჩა.

ძირითადი დრო ასე მიილია.

დამატებით დროში „დინამომ“ უპირატესობა შეინარჩუნა. 104-ე წუთზე კი მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა - მამუჩაშვილმა მარჯვენა ფლანგზე დავითაშვილს გადააწოდა, რომელმაც მეტოქის 3 მცველის წინააღმდეგ წასვლა გარისკა და დაფარულ კუთხეში მეკარეს დიდებული გოლი გაუტანა - 1:0.


115-ე წუთზე მარსეგიანმა მარჯვენა ფეხით შორეულისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი რეხვიაშვილს მოხვდა და რიკოშეტის შედეგად კუპატაძის მარცხენა კუთხეში შევარდა. „დინამომ“ 5 წუთით ადრე ძალიან დასანანი ბურთი გაუშვა.


123-ე წუთზე შეხვედრას კოშმარული ფინალი ჰქონდა. ვაისმა კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია. კუპატაძე ზედმეტად წინ იყო გამოსული, მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რომლითაც გამოცდილმა მეტოქემ კარგად ისარგებლა და იდეალური დარტყმა განახორციელა - 1:2.


ბათუმის „დინამოს“ ამ ფსიქოლოგიური შოკიდან გამოსასვლელად ალბათ დრო დასჭირდება. ასეთ მატჩებს, ასე იშვიათად აგებენ ხოლმე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში
დიდი ყურადღება ტაქტიკურ საკითხებზე და ორი საყვედური - ხვიჩას ვარჯიშები ნაპოლიში