თორნიკე შენგელია
Aa
Aa

უარი შენგელიას გამო თქვა - რატომ ვერ გადაიბირა ვირტუს ბოლონიამ პოლონარა

იტალიელმა ჟურნალისტმა, დარიო რონცულიმ „ვირტუს ბოლონიას“ სატრანსფერო გეგმების შესახებ ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იტალიურ გრანდს აკილე პოლონარას გადაბირება სურდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ტრანსფერზე უარი თორნიკე შენგელიას გამო თქვა.

„რეალურად, ტრანსფერი დასრულებულია და აღარაფერი გამოვა. ამის მიზეზი ბასკონიაში მიღებული გამოცდილებაა და პოლონარა ბედნიერი არ ყოფილა იმით, რომ შეიძლებოდა, შენგელიასთან ერთად გუნდში კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყო.

იტალიელმა კალათბურთელმა ვირტუს ბოლონიას შეატყობინა, რომ ბასკონიაში ყოფნისას შენგელიასთან რამდენიმე პრობლემა ჰქონდა და დასძინა, რომ არ სურს, ქართველი კალათბურთელის თანაგუნდელი კიდევ ერთხელ იყოს. მოლაპარაკებები სწორედ ამან შეაფერხა და მოგვიანებით, გარიგება ჩაიშალა“.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის კალათბურთელი „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის მარტში შეუერთდა და კლუბთან ერთად ევროთასის გამარჯვებული გახდა. „ვირტუსამდე“ თოკო მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავდა, თუმცა რუსული კლუბი უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ დატოვა. ცნობისთვის, თოკო ერთ-ერთ ვარიანტად NBA-ში დაბრუნებას განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს, „ვირტუს ბოლონიამ“ მიზანს მიაღწია. La Repubblica-ს ცნობით, NBA-ის ფაქტორისა და სხვა კლუბების ინტერესის გამო, მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა „ვირტუს ბოლონიამ“ თავისი გაიტანა და შენგელია დაიყოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რიბერივით თამაშობს
„რიბერივით თამაშობს" - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე