ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

კარიერაში 21-ე დიდი სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მეშვიდედ მოიგო!

2022 წლის უიმბლდონის ფინალში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ავსტრალიელი ნიკ კირიოსი დაუპირისპირდნენ. როგორც ბევრი ელოდა, „ნოლემ“ გამარჯვება შეძლო - 4 სეტში 4:6, 6:3, 6:4, 7:6 (7-3) მოიგო.

პირველი ორი სეტი დაახლოებით ანალოგიური სცენარით წარიმართა. მესამე სეტიდან კი სერბმა შეცდომების დაშვებას უკლო და კირიოსს თავისი თამაში მოახვია.

ავსტრალიელმა დასკვნით სეტში ტაიბრეიკამდე მისვლა შეძლო, რაც მისი მაქსიმუმი გამოდგა. ნოვაკი გადამწყვეტ მომენტში უკეთესი იყო და ეს არც არავის გაჰკვირვებია.

ჯოკოვიჩმა კარიერაში თავისი 21-ე დიდი სლემის ტურნირი მოიგო და ის მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება, რომელსაც 22 აქცს. მესამე ადგილზე 20 სლემით როჯერ ფედერერი იმყოფება.

საინტერესო ფაქტები

ეს იყო ჯოკოვიჩის 86-ე გამარჯვება უიმბლდონზე, ნოლემ ჯიმი კონორსს უკვე გადაასწრო და მხოლოდ როჯერ ფედერერს (105) ჩამორჩება.

ჯოკოვიჩი დიდი სლემის ფინალში კარიერაში 32-ედ გავიდა და ამ მაჩვენებლით მან როჯერ ფედერერს გადაასწრო. ამჟამად სერბი მამაკაცთა შორის რეკორდსმენია.

ნოლემ უიმბლდონი ზედიზედ მეოთხედ მოიგო. მან წინა 7 ფინალიდან მხოლოდ 1 წააგო, 2013 წელს ენდი მარისთან.

ჯოკოვიჩი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელსაც 4 დიდი სლემის ტურნირებიდან 3-ში მინიმუმ 8 ფინალი აქვს ნათამაშები: 9-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობაზე (ყველ მოიგო), 9-ჯერ ამერიკის ღია პირველობაზე (3 მოგება, 6 მარცხი), 8-ჯერ უიმბლდონზე (7 მოგება, 1 მარცხი).

ნოლეს ასევე 6 ფინალი როლან გაროსზე აქვს, რომელთაგან 2 მოიგო და 4 წააგო. სხვა არცერთ ჩოგბურთელს მსგავსი შედეგი არ აქვს. მათ 2 სხვადასხვა დიდ სლემზეც კი არ უთამაშიათ 8 ფინალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ენთუზიაზმით გამოირჩევა" - სპალეტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა