კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

16.5 მილიონი წლიურად - ჩელსის შეთავაზება რონალდუს

კრიშტიანუ რონალდუს მომავალი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს. იქამდე კი ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად, Record-ი წერს, რომ „ჩელსიმ“ პორტუგალიელს ახალი შეთავაზება გაუკეთა.

წყაროს თანახმად, ლონდონელები რონალდუს წლიური ანაზღაურების სახით 16.5 მილიონ ევროს სთავაზობენ. ინფორმაცია თავდაპირველად ინგლისელმა ჟურნალისტმა პიტერ ო’რურკმა გაავრცელა, რომელიც ევროპულ პრესას მალევე მოედო.

რონალდუ „იუნაიტედის“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე არ გამოჩენილა. ამის მიზეზად ოჯახური პრობლემები სახელდება, თუმცა ამ მიზეზის არავის სჯერა, რადგან ყველა ელის პორტუგალიელის მომავლის გარკვევას, რის შემდეგადაც კრიშტიანუ მწვანე მინდორს დაუბრუნდება.

37 წლის რონალდუს გაისად ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და ეს ამ დრომდე სავარაუდო ტრანსფერის მთავარ მიზეზად სახელდება.

“ჩელსის“ ახალი პრეზიდენტი ტოდ ბოელი რონალდუს ტრანსფერს მიესალმება და ჟორჟე მენდეშთან შეხვედრაც ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს შეძენით ასევე მიუნხენის „ბაიერნიც“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: რონალდუ? ბარსა საუკეთესოებისთვის ძალიან მიმზიდველი კლუბია
ლაპორტა: რონალდუ? ბარსა საუკეთესოებისთვის ძალიან მიმზიდველი კლუბია