მიშელ პლატინი
Aa
Aa

შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი უდანაშაულოდ სცნო

ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი კორუფციის ბრალდებებში სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.

გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მანამდე შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ბლატერი და უეფას ყოფილი პრეზიდენტი პლატინი თაღლითობაში, თანხების მითვისებაში, დანაშაულებრივ მართვასა და გაყალბებაში დაადანაშაულა. 2011 წელს მათ მოაწყვეს 2 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (2,08 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა, რაც პროკურორებმა უკანონოდ მიიჩნიეს.

დანშაული ორივე ფუნქციონერმა უარყო. პლატინიმ და ბლატერმა განაცხადეს, რომ მათ ჰქონდათ სიტყვიერი შეთანხმება მიშელის საკონსულტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 1998-2002 წლებში.

მათ თავისუფლების აღკვეთა და 5 წლამდე ციხე ემუქრებოდათ. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მათთვის 18 თვიანი პირობითი პატიმრობა მოითხოვა.

დღეს შვეიცარიის სასამართლომ ორივე მათგანისთვის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია
„გასვლითი მატჩი რთული იქნება, კარგად არ გვითამაშია" - კაშია დინამო ბათუმთან შეხვედრაზე