კალვინ ფილიფსი
Aa
Aa

„ეს ახდენილი ოცნებაა" - სიტიმ კალვინ ფილიფსი წარადგინა

„მანჩესტერ სიტიმ“ კალვინ ფილიფსის ტრანსფერი დაადასტურა. ინგლისელმა ფეხბურთელმა „ქალაქელებთან“ 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

„მანჩესტერ სიტიში გადასვლით გახარებული ვარ. სიტიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ინგლისის საუკეთესო კლუბია, რომელსაც მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა და მთავარი მწვრთნელი ჰყავს. პეპ გუარდიოლასთან მუშაობა, მისგან და მისი სამწვრთნელო შტაბისგან სწავლა და ასეთი ფანტასტიკური შემადგენლობის მქონე გუნდში თამაში არის პერსპექტივა, რომლის გამოც, ძალიან გახარებული ვარ.

სიტი მსოფლიო დონის კლუბია, რომელსაც მსოფლიო დონის პერსონალი და ინფრასტრუქტურა აქვს და ჩემთვის აქ გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ და გუნდს უფრო მეტი წარმატების მიღწევაში როდის დავეხმარები“.

Athletic-ის მიხედვით, ფილიფსი პეპ გუარდიოლას ნომერ პირველი სამიზნე გახლდათ. ესპანელი სპეციალისტი მისი თამაშით მოხიბლულია და თვლის, რომ ინგლისელის ტრანსფერი „ქალაქელების“ ნახევარდაცვას გააძლიერებს. ბრიტანული პრესის ვარაუდით, კელვინის გადაბირების შემდეგ, „სიტი“ მარკ კუკურელიაზე გადაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოჯახური მიზეზების გამო - რონალდუ მანჩესტერის ვარჯიშს გამოტოვებს
ოჯახური მიზეზების გამო - რონალდუ მანჩესტერის ვარჯიშს გამოტოვებს