დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალია
Aa
Aa

დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალია

პოლონეთში მიმდინარე ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. 

დღეს ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის ნაკრები ტურნირის აღიარებულ ფავორიტსა და უძლიერესი შემადგენლობით მოასპარეზე ესპანეთს დაუპირისპირდება.

გერმანელებს აღნიშნულ ასაკში ევროპის ჩემპიონატი ერთხელ აქვს მოგებული, ხოლო ესპანელებმა იგივეს გაკეთება 4-ჯერ შეძლეს.

გუნდები ერთმანეთში მე-7 ურთიერთშეხვედრას გამართავენ - უპირატესობა "ფურია როხას" მხარესაა - 4 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით.

გერმანია: პოლერსბეკი - ტოლიანი, იუნგი, კემპფი, გერჰარდტი - ჰაბერერი, არნოლდი, ფილიპი - გნაბრი, მაიერი, პლატე.

ესპანეთი: კეპა - ბელერინი, ხორხე მერე, ვალიეხო, ხონი კასტრო - მარკოს ლორენტე - დანი სებალიოსი, საულ ნიგესი - დელოფეუ, ასენსიო - სანდრო რამირესი.

შეხვედრა კრაკოვში ჩატარდება და მას ფრანგი ბენუა ბასტიენი იმსაჯებს. თამაში 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები