„დამსახურებული მარცხი, ბოდიში ქომაგებს
Aa
Aa

„დამსახურებული მარცხი, ბოდიში ქომაგებს" - ზუროსისა და სანაძის კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და 66:79 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, უკრაინელებთან გამართულ დაპირისპირებაზე ილიას ზუროსმა და დუდა სანაძემ ისაუბრეს.

ილიას ზუროსი

„პირველ რიგში, მინდა, უკრაინის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მათ დამსახურებულად მოიგეს და ჩვენზე უკეთ ითამაშეს. სამწუხაროდ, დღეს ცუდი შეხვედრა გვქონდა. კონცენტრაცია გვაკლდა და როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ბევრი შეცდომა დავუშვით. თავის გასამართლებელი მიზეზები ნამდვილად გვაქვს. მატჩის დაწყებამდე ერთმა მოთამაშემ ფეხი დაიზიანა და მისი პარკეტზე გაყვანა არ გავრისკეთ, თუმცა მეორე მხრივ, წინ დიდი ზაფხული გველოდება. ფოკუსირებული უნდა ვიყოთ და ესპანეთთან მატჩში, რომელსაც საშინაო კედლებში გავმართავთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.

გვინდა, გულშემატკივრებს, რომლებიც პირველიდან ბოლო წუთამდე, გვქომაგობდნენ, მადლობა გადავუხადოთ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და მათ მუშაობა უნდა განაგრძონ. ეს ერთი მარცხი და ერთი ცუდი ასპარეზობაა. ეს ყველას შეიძლება დაემართოს. კალათბურთი ასეთი სპორტია და ჩვენ ერთად დგომასა და ერთად მუშაობას განვაგრძობთ“.

დუდა სანაძე

„რთული მატჩი იყო. შეხვედრა საშინლად დავიწყეთ და კონცენტრაცია გვაკლდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც ოდესმე ჩაგვიტარებია. მთავარია, ამ წაგებიდან გაკვეთილი მივიღოთ. ასეთი მარცხი დაუშვებელია! ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქომაგებისთვის ვთამაშობთ და ასეთი ასპარეზობა მიუღებელია. მინდა, ხალხსა და ქომაგებს ბოდიში მოვუხადო, თუმცა წინ გრძელი ზაფხული გველოდება და აუცილებლად მოვუმატებთ. ვეცდებით, მომდევნო შეხვედრაში დავბრუნდეთ და ესპანეთთან უკეთ ვიასპარეზოთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო შეხვედრა 4 ივლისს, ესპანეთთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1-ლი ივლისის სატრანსფერო ზონა
1-ლი ივლისის სატრანსფერო ზონა