ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს, ნამდვილი ფენომენია" - იტალიელები ხვიჩას ტრანსფერზე

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ფეხბურთელია. „პარტენოპეიმ“ მისი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და „კვარას“ ნეაპოლურ გრანდში გადასვლას ფეხბურთის იტალიელ ქომაგთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გადასვლის შესახებ სათანადო ხმაური არ ატეხილა. შარშან, ეს ბიჭი რუსეთის პრემიერ ლიგაში სიგიჟეებს აკეთებდა და სწორი ინვესტიცია განხორციელდა“.

„ხვიჩა კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომდევნო დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ვნახოთ, ნაპოლიში რას გააკეთებს“.

„ნაპოლი ის იტალიური კლუბია, რომელმაც ხვიჩა შეიძინა. პირველი ტიტული უკვე სახეზეა“.

„ეს ბიჭი დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებს. კვარაცხელია ნამდვილი ფენომენია“.

„გარდა იმისა, რომ ტექნიკურ დონეზე ბევრ რამეს აკეთებს, ფიზიკურადაც ძლიერია. აურელიო დე ლაურენტისმა შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარა. საქართველოში ეს ბიჭი მესის დონეზე ჰყავთ და უბრალოდ ნახეთ, მისალმება, რომელიც მან ბოლო მატჩისას მიიღო“.

„იმედი მაქვს, მისი მეტსახელი „კიავიკა“ არ გახდება“.

„კეთილი იყოს შენი მობრძანება. იმედი გვაქვს, ოცნებებს აგვისრულებ“.

„ხვიჩა კვარაცხელია, კეთილი იყოს შენი მობრძანება ნაპოლიში. ჩვენ, ნეაპოლელები ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით. ისე მოგექცევით, როგორც საკუთარ შვილს და თუ რაიმე პრობლემა გექნება, შეგიძლია, ჩვენთან მოხვიდე. შეგიძლია, გვენდო და ჩვენ გულს მოგცემთ. შენგან ის გვინდა, რომ ირბინო, ამ მაისურით იბრძოლო და ყველაფერი გაიღო“.

ცნობისთვის, Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება. ქართველი ფეხბურთელი კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1-ლი ივლისის სატრანსფერო ზონა
1-ლი ივლისის სატრანსფერო ზონა