ილიას ზუროსი
Aa
Aa

ილიას ზუროსი: კონცენტრაციითა და მოგების წყურვილით კმაყოფილი ვარ

დღეს, 20:00 საათზე საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას გამართავს და უკრაინას დაუპირისპირდება.

ილიას ზუროსის გუნდმა რიგის ოლიმპიურ ცენტრ Rimi-ში შეხვედრის წინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

აღსანიშნავი და სასიამოვნოა, რომ ჩვენი ნაკრების წევრები სასურველ ფორმაში იმყოფებიან.

ილიას ზუროსმა შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა და გუნდის მომზადებით კმაყოფილება გამოთქვა:

„დავასრულეთ მზადება უკრაინასთან მატჩისთვის. ყველა მოთამაშის შრომით კმაყოფილი ვარ, რაც მათ ამ დღეებში გასწიეს. კმაყოფილი ვარ კონცენტრაციით, მოგების წყურვილით. მძიმე მატჩი იქნება, ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. გუნდის, რომელსაც შეუძლია პერიმეტრიდან ჩაგდება.

ამასთან ერთად მათ ფარქვეშ დიდი სიმაღლეც აქვთ, თუმცა ჩვენი კალათბურთელები 100%-ით დაიხარჯებიან.

ბრძოლისუნარიანები ვართ. ეს მოგება მომდევნო ეტაპისთვის გვჭირდება. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება და გამარჯვებას მივაღწევთ“.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს
შონ ომალი ამბობს, რომ ტოპ მებრძოლები არ იწვევენ - მერაბს წლებია მასთან ჩხუბი სურს