რაფინია
Aa
Aa

ჩელსი მიზანთან ახლოსაა - რაფინია ლონდონელთა რადარზე

ლონდონის „ჩელსი“ „ლიდსის“ ფეხბურთელის, რაფინიას გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და თუ „არისტოკრატებმა“ ბრაზილიელი შემტევის დაყოლიება მოახერხეს, ტრანსფერს წინ აღარაფერი დაუდგება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჩელსის“ გარიგება დაახლოებით 60-65 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდება. „არისტოკრატები“ მის აგენტთან, დეკუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საქმე ისე მიდის, რომ ტრანსფერი მალე უნდა დაიხუროს.

რამდენიმე ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, „ჩელსიმ“ რაფინიას წინადადებით მიმართა და ყოველწლიურად, ხელფასის სახით, 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა. „არისტოკრატები“ მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ და მიზანთან ძალიან ახლოს არიან.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, რაფინიას „არსენალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. როგორც ირკვევა, მისი კუმირი ტიერი ანრი გახლავთ და გამომდინარე აქედან, ბრაზილიელს „მეთოფეების“ რიგებში გადასვლა სურდა, თუმცა „ჩელსი“ „არსენალზე“ გაცილებით მეტს იხდის და „ლიდსის“ გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ ფინანსურმა ფაქტორებმა იქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა დადებული
მამუკა ჯუღელი: „ხვიჩას იუვენტუსთან წინასწარი კონტრაქტი ჰქონდა დადებული"