ჩელსი, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

შეთანხმება მიღწეულია - რაფინია ჩელსიში ითამაშებს

ბოლო პერიოდში რაფინიას საგა საკმაოდ აქტუალურია. „ლიდსის“ შემტევს არაერთ გუნდს უკავშირებდნენ. ყველაზე დიდ ინტერესს კი მის მიმართ „ბარსელონა“ და „ტოტენჰემი“ იჩენდნენ. მეტიც, კატალონიურ გრანდს პირადი შეთანხმებაც კი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად განვითარდა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ლიდსი“ და „ჩელსი“ ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და მომავალი სეზონიდან რაფინია „არისტოკრატების“ ღირსებას დაიცავს.

რომანო სატრანსფერო ღირებულებად 65 მილიონ ევროს ასახელებს. კლუბებს შორის ყველაფერი მოგვარებულია. ახლა მხოლოდ რაფინიასთან დარჩა პირადი დეტალები გასარკვევი.

შეგახსენებთ, რომ „ლიდსი“ რაფინიას თავდაპირველად 50 მილიონ ევროს აფასებდა და „ბარსელონასთან“ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა „ბლაუგრანამ“ ფინანსური კრიზისის გამო ბრაზილიელი შემტევი ვერ შეიძინა. ამის შემდეგ, „ლიდსმა“ ფასი 15 მილიონით გაზარდა და ამჯერად „ტოტენჰემი“ გამოჩნდა რადარზე, თუმცა, როგორც ხედავთ, ამ ბრძოლაში გამარჯვებული „ჩელსი“ გამოვიდა.

რაფინია „ლიდსში“

25 წლის შემტევი ინგლისურ კლუბს 2020 წელს შეუერთდა. ორი სეზონის განმავლობაში რაფინიამ „ლიდსი იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 66-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბარსელონა წარსულში ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა“ - ამბობს რონალდ კუმანი
„ბარსელონა წარსულში ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა“ - ამბობს რონალდ კუმანი