პირლო კარიერას ამერიკაში გააგრძელებს
ესპანური გამოცემა „AS“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო, მიმდინარე ზაფხულს კლუბს დატოვებს. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, იტალიელი „მაესტრო“, ფრენკ ლამპარდისა და დავიდ ვილას მსგავსად კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.