ბაიერნს რონალდუ შესთავაზეს - გერმანელების უარი კრიშტიანუს აგენტებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მომავალი უცხოური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. გუშინ, AS-მა პორტუგალიელი შემტევი „ბაიერნს“ დაუკავშირა, დღეს კი დადასტურდა, რომ „რეკორდმაისტერმა“ 37 წლის სუპერვარსკვლავის გადაბირების შანსი ნამდვილად მიიღო.
გერმანული Sport1-ისა და Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, კრიშტიანუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა „ბაიერნს“ რონალდუს გადაბირება შესთავაზა. მიუნხენელებმა მიღებული წინადადება განიხილეს და მის ტრანსფერზე უარი განაცხადეს.
Update #Ronaldo: He was offered by Mendes but Bayern has other plans. If Lewandowski would leave the club, Mané is the top option to replace him in a possible 3-4-3/4-3-3. We‘ve been told that - right now - it‘s likely that he will continue with #MUFC. @SkySportDE @Sky_Marc ????????
— Florian Plettenberg (@Plettigoal) June 24, 2022
როგორც ირკვევა, „რეკორდმაისტერში“ მიაჩნიათ, რომ თუ რობერტ ლევანდოვსკი გუნდს დატოვებს, იულიან ნაგელსმანის სათამაშო სქემაში მას სადიო მანე ჩაანაცვლებს. ამასთან, რონალდუს ტრანსფერი „ბაიერნის“ სახელფასო სტრუქტურას პრობლემებს შეუქმნიდა და უარის ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლდათ. არადა, Sport1-ის ცნობით, რონალდუს მზად იყო, კარიერა გერმანიაში გაეგრძელებინა.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ პერსპექტივას ვერ ხედავს. იგი კლუბის ხელმძღვანელებისგან სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურებას ითხოვს და თუ მიზანს ვერ მიაღწია, დიდი შანსია, მანჩესტერის დატოვება ხელახლა სცადოს.