პსჟ
Aa
Aa

L'EQUIPE - გალტიემ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ნასერ ალ-ხელაიფის ზინედინ ზიდანის დანიშვნა არ გამოუვიდა. ბოლო დღეებში იწერებოდა, რომ „პარი სენ ჟერმენს“ კრისტოფერ გალტიე ჩაიბარებდა.

ფრანგული ავტორიტეტული გამოცემა L’EQUIPE ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ გალტიესა და „პარი სენ ჟერმენს“ შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმების შემთხვევაში, მხარეებს შორის დამატებითი 1-წლიანი ხელშეკრულება ამოქმედდება. ფრანგული ჟურნალისტი ჰადრიან გრანიე გვამცნობს, რომ გალტიეს მაურისიო პოჩეტინოზე დაბალი ანაზღაურება ექნება.

ასევე გეტყვით, სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრისტოფერის სანაცვლოდ პარიზული გრანდი „ნიცას“ 10 მილიონ ევროს გადაუხდის. შეგახსენებთ, გალტიემ სახელი 2020/2021 წლების სეზონში გაითქვა, როდესაც „ლილთან“ ერთად საფრანგეთის ლიგა 1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს არანაირი ინტერესი არ აქვს - დემბელეს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია
პსჟ-ს არანაირი ინტერესი არ აქვს - დემბელეს მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია