მსოფლიო ჩემპიონატი | ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს გამართავენ
დღეიდან, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
დეიან სტანოევიჩის გუნდი A ჯგუფში იასპარეზებს, მეტოქეები კი მასპინძელი უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან.
ქართველი წყალბურთელები პირველი ტურის შეხვედრას დღეს, ბრაზილიის წინააღმდეგ საქართველოს დროით 21:30 საათზე გამართავენ. 23-ში ჩვენი გუნდი მონტენეგროს ეთამაშება, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს კი 25 ივნისს, მასპინძელი ქვეყნის წინააღმდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ბორის ვაპენსკი, ანდრია ბითაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, დუშან ვასიჩი, ნიკა შუშუნაშვილი, ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი, ფაბიო ბარალდი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს