ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კალათბურთშიც შეუჩერებელია" - Football Italia ხვიჩას ვიდეოს გამოეხმაურა

დღეს, „დინამო ბათუმის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს აჩვენა, რომ კალათბურთის თამაშიც კარგად გამოსდის. „კვარას“ ვიდეო იტალიურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და Football Italia-მ მას სტატია მიუძღვნა.

„ნაპოლის ახალი შენაძენი, ხვიჩა კვარაცხელია ქომაგებს როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო შესაძლებლობებით აოცებს. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, ლორენცო ინსინიეს მემკვიდრეა და 21 წლის შემტევი ნაპოლის 10 მილიონი ევრო დაუჯდა. ხვიჩამ ერთა ლიგაზე, საქართველოს ნაკრების მაისურით ფანტასტიკური გოლები გაიტანა, ახლა კი გვაჩვენა, რომ საკალათბურთო მოედანზეც შეუჩერებელია“, - წერს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბექჰემი მუნდიალზე ნოემბერში: ეს ინგლისის ნაკრებისთვის კარგი შანსია
ბექჰემი მუნდიალზე ნოემბერში: ეს ინგლისის ნაკრებისთვის კარგი შანსია