მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ესართია ვერცხლის პრიზიორია
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ნიკოლოზ ესართია ვერცხლის პრიზიორია

მექსიკაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ ესართიამ (89 კგ.)ვერცხლის მედლები მოიპოვა და ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების ყულაბას პირველი მედლები შესძინა.

ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 132/137/141 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ესართია ასევე ვერცხლის მედალს დაეუფლა აკვრაში 164/170/174 კილოგრამის დაძლევით, იგივე სინჯის მედალს დაეუფლა ორჭიდის ჯამში მოგროვილი 315 კილოგრამითაც.

ესართიამ მედლებთან ერთად საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცში 7, აკვრაში 13, ხოლო ორჭიდში 20 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდები.

მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს. გეგი თაბაგარი ფიცარნაგზე 17 ივნისს გამოვა და შეეცდება საქართველოს დელეგაციას მორიგი მედლები შესძინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტალახაძე:
ტალახაძე: "გაჩნდა საფრთხე, რომ შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ გამოვსულიყავი"