ლუკა გუგეშაშვილი, გია გეგუჩაძე, ბათუმის დინამო, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაჟა თარხნიშვილი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: ბათუმის დინამოს 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის ''დინამოს'' 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილია. ეს გუნდები არიან:

''ყარაბაღი'' (აზერბაიჯანი), ''შერიფი'' (მოლდოვა), ''სლოვანი'' (სლოვაკეთი), ''ლინკოლნი'' (გიბრალტარი), ''შემროკი'' (ირლანდია).

მოგეხსენებათ, ''ყარაბაღის'' მეკარე ლუკა გუგეშაშვილია, ''შერიფის'' გენერალური დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია. ''სლოვანის'' მთავარ მწვრთნელად საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისი მუშაობს, მის გუნდში კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ხვალ, 14 ივნისს გაიმართება, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კი - 15 ივნისს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5/6 ივლისსა და 12/13 ივლისს გაიმართება.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივლისს შედგება.

შეგახსენებთ, 2021 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის ''დინამო'' გახდა, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ექს-მოთამაშე: „კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას მოსწონს
ნაპოლის ექს-მოთამაშე: „კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც ყველას მოსწონს"