არსენალი, რიო მიაიჩი
Aa
Aa

სად გაქრა არსენალის იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი, რომელსაც ახალ მესის უწოდებდნენ?

ლონდონის „არსენალმა“ 2011 წელს იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი შეიძინა. „მეთოფეებში“ გადასვლამდე რიო მიაიჩს რონალდინიოს და მესის ადარებდნენ. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საფეხბურთო ექსპერტები ვარაუდობენ.

მიაიჩის მამა პროფესიონალი კალათბურთელი იყო. იაპონიაში გამორჩეული „მსროლელის“ შვილი ფეხბურთს გაყვა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა შეცდომა იყო. რიომ „არსენალში“ გადასვლის შემდეგ 3-ჯერ გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები და ლონდონელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

თავიდან საქმეები საკმაოდ კარგად დაიწყო. მიაიჩი 14 წლის ასაკში „არსენალში“ ჩაირიცხა, თუმცა ხელმძღვანელობამ იჯარის წესით „ფეიენოორდში“ და შემდეგ „აიაქსში“ გაანათხოვრა. მისმა უნარებმა და საფეხბურთო შესაძლებლობებმა იქუხა. როტერდამში მას „რიოდინიოც“ კი შეარქვეს.

ახალგაზრდა იაპონელი 1 წლის შემდეგ „ბოლტონში“ გადავიდა და აჟიოტაჟის პიკს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი პრემიერ ლიგიდან გავარდა, რიო მაინც საუკეთესო იყო და მეტიც, ის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელეს.

საფეხბურთო სამყაროში მას მომავალ მესის ეძახდნენ და მისგან საოცრებებს ელოდებოდნენ. სამწუხაროდ, ამის შემდეგ დაიწყო გაუთავებელი ტრავმები. 2012/2013 წლებში ტერფის დაზიანების გამო მიაიჩმა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ასეთი ტრავმების ფონზე ის მხოლოდ „არსენალმა“ კი არა მშობლიურმა „სილფჰიდმაც“ დაივიწყა.

„არსენალმა“ რიო „ტვენტეში“ გააგზავნა და მას შემდეგ პრემიერ ლიგაში აღარასდროს უთამაშია. ნიდერლანდურ კლუბში იაპონელმა შემტევმა ნული გოლი და ნუ საგოლე გადაცემა შეასრულა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. 2015 წელს, მიაიჩი ოფიციალურად შეუერთდა ბუნდესლიგა 2-ის მკვიდრ „სენტ პაულს“, მაგრამ დებიუტი 9 თვით გადაიდო. რიომ ვარჯიშზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა..

2017 წელს, რიომ მარჯვენა ფეხის მუხლი მოიტეხა და მთელი სეზონი გამოტოვა. ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ 3 სეზონის განმავლობაში რიომ „სენტ პაულის“ რიგებში პირველიდან 90-ე წუთამდე მხოლოდ ერთხელ ითამაშა. საბოლოოდ რიომ გერმანია 2021 წელს დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. ახლა ის „იოკოჰამაში“ თამაშობს, 29 წლის არის და მის გულშემატკივრებს კიდევ აქვთ იმედი, რომ ერთ დღეს კვლავ გაიბრწყინებს..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1923 წლის
1923 წლის "თეთრი ცხენის" სახელობის მატჩი - რა მოხდა ინგლისის თასის ფინალში?