ერთა ლიგა
Aa
Aa

მილევსკი: ქართველები უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ, მოგება დაიმსახურეს

ჩრდ. მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან მარცხის (0:3) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. ძალიან კარგად ითამაშეს და ეს დაიმსახურეს. ჩვენი მხრიდან სამი შეცდომა იყო, რომელიც სამი გაშვებული გოლის ფასად დაგვიჯდა. მეორე გოლის ეპიზოდში განსაკუთრებით. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნკარები უკეთეს ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. ჩემს გუნდზე ცუდს ვერ ვიტყვი, რადგან ახლანდელი მდგომარეობა მაქსიმუმია.

ყველა მატჩისთვის ინდივიდუალურად ვემზადებით. ჩვენი რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ფორმატიდან გამომდინარე 4 მატჩის ჩატარება გვიწევს ზედიზედ და ეს არაა მთავარი. შეტევაში განსაკუთრებით ბოლო პასი გვიჭირდა, დამაგვირგვინებელ მომენტში მეტოქეს აშკარად ჩამოვრჩებოდით. გვქონდა ტრავმები, დანაკლისი, რომელმაც თავისი როლიც ითამაშა.

დიდ მადლობას ვუხდი სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, შედეგის მიუხედავად ბევრმა ტაშიც დაგვიკრა. მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ძალიან ვწუხვარ რომ მათი იმედები ვერ გავამართლეთ.

საქართველოს ნაკრებს უკვე 9 ქულა აქვს, ჩვენ 4. ამ ჯგუფში ალბათ ყველაფერი გადაწყვეტილია. როდესაც ნაკრების მწვრთნელი გავხდი, ვთქვი, რომ ჩემთვის პრიორიტეტული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იყო და შემდეგ სხვა დანარჩენი.

ვფიქრობ, რომ დიმიტრიევსკიმ კომენტარი სხვა კონტექსტში გააკეთა. ყველა პროფესიონალი სათავისოდ ცდილობს განწყობის შექმნას, დიმიტრიევსკის არ უნდოდა არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება და იმედია გაიგებთ, რომ ეს განცხადება სხვა კონტექსტში იყო გაკეთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საფეხბურთო გაკვეთილი მივიღეთ
„საფეხბურთო გაკვეთილი მივიღეთ" - ჩრდილოეთ მაკედონიური პრესის გამოხმაურება