„საფეხბურთო გაკვეთილი მივიღეთ
Aa
Aa

„საფეხბურთო გაკვეთილი მივიღეთ" - ჩრდილოეთ მაკედონიური პრესის გამოხმაურება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგო. „ჯვაროსნებმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს და ჩრდილოეთ მაკედონიას სტუმრად 3:0 სძლიეს. საქართველოსთან წაგებას ადგილობრივი პრესა გამოეხმაურა, „ჯვაროსნების“ წარმატებას დამსახურებული უწოდა და განაცხადა, რომ ქართველებმა მაღალი კლასი აჩვენეს.

Ekipa.mk: „მეორე ტაიმში ჩაძირული გემი - საქართველოს სკოპიედან 3 ქულა მიაქვს. საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ამ გათამაშებაში გაჩერებას არ აპირებს და ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა თბილისში წაგებული მატჩის გამო, რევანში აიღეს და ჩრდილოეთ მაკედონია დამაჯერებლად დაამარცხეს“.

Sportski.mk: „ფერმკრთალი მაკედონია - საქართველო სკოპიეს დამაჯერებელი გამარჯვებით ტოვებს“.

Gol.mk: „ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ჯოჯოხეთად იქცა. საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა. ახლა ჩვენს თავზე აღარ ვართ დამოკიდებული”.

Topsport.mk: „ქართველებმა კლასი აჩვენეს და ჩრდილოეთ მაკედონია დამაჯერებლად დაამარცხეს. ამ წაგების შემდეგ, ლომებმა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ფაქტობრივად ყველა შანსი დაკარგეს“.

Derbi.mk: „საქართველომ ძლიერი მხარეები აჩვენა და კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ჯვაროსნებმა დაამტკიცეს, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, რომელიც ერთ წელზე მეტია მათი თავკაცია, სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს. გიბრალტართან და ბულგარეთთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებების შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველომ საფეხბურთო გაკვეთილი ჩვენ ჩაგვიტარა. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში გახდა შესამჩნევი და 0:3 წავაგეთ“.

Sport1.mk: „საქართველო ინტერესით დაგვიბრუნდა და მიწასთან გაგვასწორა. მილევსკის ხელმძღვანელობით, ჩრდილოეთ მაკედონიამ ერთ-ერთი უსუსტესი მატჩი ჩაატარა. საქართველომ რევანში აიღო და მიწასთან გაგვასწორა“.

Sportclub.mk: „მეტოქემ ჩრდილოეთ მაკედონიას მთლიანად აჯობა და ჩვენი გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინაშე დაეცა. მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, ნებისმიერი მომენტისას, მოწინააღმდეგე ყველაფერში გვჯობნიდა და აბსოლუტურად დამსახურებულად წავაგეთ“.

Fokus.mk: „ჩრდილოეთ მაკედონიის სამარცხვინო მარცხი. ჩვენმა გუნდმა საქართველოსგან მძიმე წაგება იწვნია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს, რომელმაც მე-3 ტურში, გიბრალტარს ვერ მოუგო და ქულას დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევანში ავიღეთ! საქართველომ ჩრდ. მაკედონია დაამარცხა
რევანში ავიღეთ! საქართველომ ჩრდ. მაკედონია დაამარცხა