ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ჯენარო გატუზო, დავიდ ოსპინა
Aa
Aa

Eldesmarque: გატუზო ვალენსიაში ოსპინას მიყვანას გეგმავს

გავრცელებული ინფორმაციით, „ვალენსიას“ ხოსე ბორდალასის წასვლის შემდეგ, ჯენარო გატუზო ჩაიბარებს. იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტი ვალენსიაში დღეს ჩაფრინდება და ოფიციალური განცხადებაც სულ მალე გავრცელდება.

ამასთან დაკავშირებით Eldesmarque ახალ ინფორმაციას ავრცელებს. მოგეხსენებათ, სილესენი გუნდის დატოვებას აპირებს, ხოლო გიორგი მამარდაშვილს კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია. აქედან გამომდინარე, აღნიშნულმა წყარომ დაწერა, რომ გატუზო „ვალენსიაში“ ოსპინას წაიყვანს. „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ოსპინასთან ერთად „ნაპოლიში“ მუშაობდა და მას კარგად იცნობს.

ეს ამბავი ყველაზე მეტად გიორგი მამარდაშვილს არ აწყობს, რომელმაც გასულ სეზონში ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა იასპერ სილესენს და ხაუმე დომენეკს მოუგო. ქართველმა კარის დარაჯმა ჯამში „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელ მეკარეს „პარტენოპეისთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და მისი კალიბრის მეკარის უფასოდ დამატება „ვალენსიასთვის“ მომგებიანი იქნება, რადგან ამჟამად გუნდში ფინანსური კრიზისია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის კარგი თამაშის ფონზე მისით ისეთი გუნდები დაინტერესდნენ, როგორებიც „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“ არიან, თუმცა არცერთმა მათგანმა ქართველ მეკარეს ძირითად შემადგენლობაში თამაში არ შესთავაზა. ორივე გუნდს „მამარდა“ სარეზერვო კიპერად სურდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სილესენი:
სილესენი: "ვალენსიასთან კონტრაქტი კიდევ 1 წელი მაქვს"