კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენა
Aa
Aa

"ოქროს ბურთს იმსახურებს" - ვალბუენამ ბენზემაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა

კარიმ ბენზემას სასამართლოს პროცესი მატიე ვალბუენას საქმესთან დაკავშირებით დასასრულს უახლოვდება. ვალბუენამ კიდევ ერთ გასაჩივრებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბედნიერია ყველაფრის დასრულებით.

„რეალის“ „ცხრიანს“ საოცარი სეზონი ჰქონდა და მატიემ RMC-სთან ინტერვიუს დროს საჯაროდ პირველად ისაუბრა ბენზემაზე. „ოლიმპიაკოსის“ ფეხბურთელი ამბობს, რომ კარიმის მიმართ არანაირი წყენა აღარ აქვს და მას ოქროს ბურთის მოგებას უსურვებს.

ვალბუენა:

„მინდა გულწრფელი ვიყო. უსამართლობა იქნება, თუ ოქროს ბურთს კარიმი არ მოიგებს. მან ეს ჯილდო თავისი საოცარი თამაშით დაიმსახურა. სპორტულ დონეზე ობიექტურად შემიძლია ვილაპარაკო და ეს ის არის, რასაც ვფიქრობ. ჩემს გზას ვაგრძელებ და არანაირი პრობლემა აღარ მაქვს.“

რა მოდა ბენზემას და ვალბუენას შორის?

შეგახსენებთ, რომ ბენზემა და ვალბუენა ერთად საფრანგეთის ნაკრებში თამაშობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ თავდამსხმელი მატიეს ფულის გადახდას აიძულებდა, რათა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ გავრცელებულიყო.

ამის გამო ორივე ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. კარიმს კი ამ ინციდენტის შემდეგ "მამლების" მაისური 5 წლის განმავლობაში აღარ ჩაუსვამს. დიდიე დეშამმა ბენზემას დაბრუნება ევრო 2020-ის წინ გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის სეზონის მოთამაშედ ბენზემა დასახელდა - როგორია სეზონის ტოპ 11
ჩემპიონთა ლიგის სეზონის მოთამაშედ ბენზემა დასახელდა - როგორია სეზონის ტოპ 11