კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენა
Aa
Aa

1-წლიანი პირობითი და 75 000 ევრო - ბენზემამ ვალბუენას საქმეზე განაჩენი არ გაასაჩივრა

კარიმ ბენზემამ, მატიე ვალბუენას ფარული ჩანაწერების შანტაჟის საქმეზე აპელაციაზე უარი თქვა. ინფორმაციას ფრანგული L’Équipe ავრცელებს.

სასამართლო პროცესი მაისის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ თავდამსხმელმა გადაიფიქრა სასჯელის გასაჩივრება (ერთი წლის პირობითი სასჯელი და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა), რომელიც ძალაში დარჩა.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების შედეგად იყო ეჭვი, რომ ბენზემას 2015 წელს შუამავლის როლი ჰქონდა, რომელიც ვალბუენას უბიძგებდა, გადაეხადა მათთვის ვინც მას აშანტაჟებდა, რათა მათ არ გამოექვეყნებინათ ინტიმური ხასიათის ვიდეო მატიეს მონაწილეობით.

ამ სკანდალის გამო ორივე ფეხბურთელი ევრო 2016-ისთვის საფრანგეთის ნაკრებში ვერ მოხვდა. ბენზემა კი საერთოდ ეროვნული ნაკრებიდან 2021 წლამდე იქნა მოკვეთილი. რის გამოც, მან 2018 წლის მუნდიალი გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა დამნაშავედ გასული წლის ნოემბერში ვერსალის სასამართლომ სცნო. პროკურატურა 10-თვიან პატიმრობასა და 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კლუბის მიმართ გრძნობები აღარ მაქვს
„კლუბის მიმართ გრძნობები აღარ მაქვს" - მანე ლივერპულს ტოვებს