ბრაზილიაში ემერსონს თავს დაესხნენ, რა დროსაც სროლა დაიწყო
ბრაზილიაში „ტოტენჰემის“ მარჯვენა მცველს ემერსონს თავს დაესხნენ. გაძარცვის მცდელობა საბოლოოდ სროლით დასრულდა.
ემერსონი სან პაულუს შტატში ქალაქ ამერიკანაში ისვენებს. ფეხბურთელმა ერთ-ერთ საღამოს ბარი დატოვა, რა დროსაც დაცვის თანამშრომელი მას მიუახლოვდა და გაეცნო როგორც მისი დიდი ქომაგი, რის შემდეგაც ფოტოს გადაღება სთხოვა.
ამ მომენტში ემერსონ სხვა მამაკაცი მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და პირადი ნივთების დათმობა მოსთხოვა. იმწამსვე დაცვის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ამ სროლის დროს, ემერსონი უკვე უსაფრთხოდ იმყოფებოდა და მას რაიმე ზიანი არ მიყენებია.
ამჟამად ემერსონი ჩვენების მისაცემად პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, რათა სამართალდამცავებს გამოძიებაში დაეხმაროს.
URGENTE! Assessoria e empresário do jogador EMERSON ROYAL, brasileiro que joga no Tottenham, confirmam que atleta SOBREVIVEU a uma troca de tiros em tentativa de ASSALTO em Americana, interior de São Paulo pic.twitter.com/zFKqkS6JiN
— Jovem Pan Esportes (@JovemPanEsporte) June 3, 2022