მიკ შუმახერი
Aa
Aa

მანქანა ორად გაიყო - შუმახერს სერიოზული ავარია მოუვიდა

მონაკოში, ფორმულა 1-ის გრან პრიზე მიკ შუმახერი სერიოზულ ავარიაში მოყვა.

გერმანელი პილოტი რბოლის დროს ბარიერებს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ შუმახერის მანქანა ორად გაიყო. საბედნიეროდ, ავარიის დროს გერმანელი პილოტი არ დაშავებულა, იგი მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა და ტრასაც თვითონ დატოვა.

ინციდენტის შემდეგ რბოლა წითელი დროშებით დროებით შეწყდა. ტრასაზე სპეციალური უსაფრთხოების მანქანა შემოვიდა, რომელმაც ავარიის ადგილი გაწმინდა და დარღვეული ბარიერები აღადგინა.

რაც შეეხება რბოლას, ის რედ ბულის პილოტის, სერხიო პერესის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე კარლოს საინსი, მესამე პოზიცია კი მაქს ფესტაპენი გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მანქანა იწვის“? - დიდი აფეთქება საუდის არაბეთში, ფორმულა 1-ის ტრეკთან ახლოს
„ჩემი მანქანა იწვის“? - დიდი აფეთქება საუდის არაბეთში, ფორმულა 1-ის ტრეკთან ახლოს