ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

''ერთ-ერთი სვეტი ახალი გუნდის შენებაში'' - MARCA მამარდაშვილზე წერს

MARCA-ს ცნობით, ''ვალენსია'' გიორგი მამარდაშვილთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. ახალ ხელშეკრულებაში ფეხურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. ეს ინფორმაცია პირველად, მიმდინარე კვირაში Eldesmarque-მა გაავრცელა. უფრო ავტორიტეტული და ცნობილი გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ინფორმაციის რეალურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

''ახალი გუნდის, მომავლის გუნდის შექმნის პროცესში ერთ-ერთი სვეტი გიორგი მამარდაშვილი იქნება''.

CrystalSport-ის ცნობით ინგლისური და იტალიური კლუბების მხრიდან დიდი ინტერესია, თუმცა ფეხბურთელი ''ვალენსიადან'' წასვლას არ აპირებს. სავარაუდოდ, ''ღამურებსა'' და ქართველ მეკარეს შორის ოფიციალური შეთანხმება შემდეგ კვირაში შედგება. 

21 წლის ქართველმა მეკარემ საოცარი სეზონი ჩაატარა, ''ღამურების'' სასტარტოში საერთო ჯამში 21 შეხვედრაში მოხვდა, მათგან 9 თამაშში გოლი არ გაუშვია. ''ბარსას'' ექს-მეკარე იასპერ სილესენი სასტარტოდან ''ამოაგდო'' და კლუბმა ნიდერლანდელის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - გიორგი ბერიძე ანკარაგიუჯუს ფეხბურთელია
ოფიციალურად - გიორგი ბერიძე ანკარაგიუჯუს ფეხბურთელია