მილანი, რენატო სანჩესი
Aa
Aa

გუნდის გაძლიერება უნდა - მალდინიმ 3 ფეხბურთელი შეარჩია

„მილანმა“ სერია ა მოიგო და რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. უკვე ცნობილია, რომ გუნდს კესი დატოვებს, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოპერაცია გაიკეთა და 8 თვე იუქმებს.

აქედან გამომდინარე, „როსონერის“ გაძლიერება სჭირდება. Sky Sports-ის ინფორმაციით, პაოლო მალდინიმ სამი ახალი ფეხბურთელის გადაბირების სურვილი გამოთქვა. ლეგენდარული იტალიელი თვლის, რომ „მილანი“ უფრო კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.

მალდინი იმედოვნებს, რომ სკუდეტოს მოგება ახალი ფეხბურთელების მოსაძიებლად გარკვეული პლაცდარმი იქნება. პაოლოს სურს, რომ საკუთარ გუნდში ძანიოლო, რენატო სანჩესი და ბრემერი იხილოს.

ძანიოლო იტალიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მან ოპერაცია გაიკეთა და დიდი ხანი გაუცდა, გასულ სეზონში საკმაოდ ეფექტური იყო და კონფერენს ლიგის ფინალში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

„ტორინოს“ მცველი ბრემერი, გასული სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. „მილანის“ გარდა მისით „ინტერი“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებიან.

რაც შეეხება რენატო სანჩესს, მისი ვარსკვლავური კარიერა ისე არ წავიდა, როგორც ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. მალდინი ფიქრობს, რომ „მილანი“ პორტუგალიელი ნახევარმცველისთვის ახალი გამოწვევა იქნება და საკუთარი ძალების დამტკიცების შესაძლებლობა ევრო ასპარეზზე ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნორვიჩი ახალი მანჩესტერ სიტი? - მულტი-მილიონერი ინვესტიციის ჩადებას აპირებს
ნორვიჩი ახალი მანჩესტერ სიტი? - მულტი-მილიონერი ინვესტიციის ჩადებას აპირებს