სეზონის საუკეთესო გოლი - უიპეშტის ფანებმა ზივზივაძე გამოარჩიეს
უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე „უიპეშტმა“ სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე თამაშობენ, სეზონის საუკეთესო გუნდი გამოავლინა.
გამოკითხვაში, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ჩატარდა, მონაწილეობას უნგრული კლუბის გულშემატკივრები იღებდნენ. ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, გამოკითხულთა უმრავლესობამ სეზონის საუკეთესოდ ბუდუ ზივზივაძის გოლი აირჩია, რომელიც 28 წლის ფეხბურთელმა 16 აპრილს, „ზალაეგერშეგის“ წინააღმდეგ გაიტანა.
ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი „უიპეშტმა“ 4:0 მოიგო, ზივზივაძემ კი შეხვედრაში დუბლის შესრულება შეძლო. ამ დაპირისპირებაში ერთი გოლი გიორგი ბერიძემაც გაიტანა.
ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტში“ მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა და უნგრული კლუბის მაისურით ჩატარებულ 12 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო. ამასთან, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.
ბუდუ ზივზივაძის ყველა გოლი უიპეშტში: