ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ქომაგების რჩეული გახდა - ბუდუ სეზონის სიმბოლურში მოხვდა

უნგრულმა გამოცემამ, Nemzetisport.hu-მ გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და უნგრეთის ჩემპიონატის გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რჩეულთა შორის „უიპეშტში“ განათხოვრებული ქართველი ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე მოხვდა.

ზივზივაძემ 2323 ხმა მიიღო და თავდასხმაში ადამ მარტინთან და რაიან მაესთან ერთად იმყოფება. საინტერესოა, რომ Nemzetisport-მა თავისი ჟურნალისტების სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა და სტატისტიკით საუკეთესო თერთმეტეულიც დაასახელა. ქართველი ფეხბურთელები არც ერთ მათგანში არ არიან.

შეგახსენებთ, ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარის“ საკუთრებაა, თუმცა მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მცირე სათამაშო დრო ჰქონდა. ამიტომ, იჯარით „უიპეშტში„ გადავიდა, სადაც ბრწყინვალედ იასპარეზა და 14 შეხვედრაში 11 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

28 წლის ზივზივაძეს „მოლ ფეჰერვართან“ კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს. ახლახან, კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გახანგრძლივდეს. შესაძლოა, „უიპეშტმა“ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოისყიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“