კრივი, ენტონი ჯოშუა, ალექსანდრ უსიკი
Aa
Aa

„პირველად ჩემს კარიერაში, ბრძოლისთვის კონკრეტული გეგმით ვემზადები“ - ჯოშუა უსიკთან მატჩ-რევანშზე

WBA, WBO, IBF და IBO-ს მიხედვით, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ენტონი ჯოშუამ უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან გასამართ მატჩ რევანშზე და სამზადისის პროცესზე ისაუბრა.

„ვიტყოდი, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში პირველად, ამ ორთაბრძოლისთვის კონკრეტული გეგმით ვემზადები. აქამდე, ჩემი წარმატება წმინდა უნარ-ჩვევებზე და რეფლექსებზე იყო დაფუძნებული, თუმცა უსიკთან პირველ ბრძოლაში ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ, ახლა წინასწარ დაგეგმილ მომზადების კურსს ვცდი. ვაპირებ, რომ ჩვეულ კონდიციებს დავუბრუნდე და გავიმარჯვო“, - ამბობს ბრიტანელი მოკრივე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში, ალექსანდრ უსიკმა ენტონი ჯოშუა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონის ქამრები ჩამოართვა.

უკრაინელ და ბრიტანელ მოკრივეებს შორის მატჩ-რევანში მიმდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი. პრომოუტერები ორთაბრძოლის ჩატარების ზუსტ დროს და საათს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რუსი სპორტსმენები ოლიმპიადიდანაც უნდა მოიკვეთონ“ - ვლადიმირ კლიჩკო
„რუსი სპორტსმენები ოლიმპიადიდანაც უნდა მოიკვეთონ“ - ვლადიმირ კლიჩკო