ლაიპციგი
Aa
Aa

ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული - ლაიპციგმა გერმანიის თასი მოიგო

გერმანიის თასის ფინალში ერთმანეთს „ფრაიბურგი“ და „ლაიპციგი“ დაუპირისპირდნენ. „რედ ბულის“ კლუბმა 2:1 გაიმარჯვა და არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან პირველ ტიტულს დაეუფლა.

მატჩი საკმაოდ მძიმე და სანახაობრივი გამოდგა. „ფრაიბურგი“ მე-19 წუთზე ეგეშტეინმა დააწინაურა და პირველი ტაიმი სწორედ ამ შედეგით დასრულდა. 57-ე წუთზე „ლაიპციგს“ ჰალსტენბერგი გაუძევეს და ამით თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ტედესკოს შეგირდები ასე არ ფიქრობდნენ.

76-ე წუთზე ნკუნკუმ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც „ლაიპციგი“ უკეთესი იყო 4:2 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „რედ ბულის“ კლუბს მნიშვნელოვანი ტიტული არ ჰქონდა მოგებული. „ლაიპციგი“ დღევანდელ დღემდე რეგიონლიგის და ობერლიგის ჩემპიონი იყო. რაც შეეხება სხვა წარმატებებს, გერმანული გუნდი ჩემპიონთა და ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. ასევე, „ლაიპციგი“ წინა ორი სეზონის, გერმანიის თასის ვერცხლის მედალოსანი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ დაიდგა დიდი აფერა? მბაპეს გარემოცვამ პსჟ და რეალი იდეალურად გამოიყენა
როგორ დაიდგა დიდი აფერა? მბაპეს გარემოცვამ პსჟ და რეალი იდეალურად გამოიყენა