მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

“მოწინააღმდეგეს პატივი არ ვეცით“ - მარსელინო პაფოსთან წაგების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-4 ტურში დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ვილიარეალი პაფოსს ესტუმრა და მოულოდნელად 1:0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ყვითელი წყალქვეშა ნავის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ კომენტარი გააკეთა.

მარსელინო:

„რაც დავგეგმეთ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია. ვერც ამბიცია, ინტენსივობა და სურვილი გამოვავლინეთ. პროგნოზირებადი ვიყავით. როდესაც 9 წუთის შემდეგ, ორი გოლის გატანის შანსი ხელიდან გავუშვით მივხვდი, რომ დღეს ძალიან გაგვიჭირდებოდა.

თავიდან მსურდა, რომ ფრთხილად გვეთამაშა, რადგან მოწინააღმდეგე ყველაფერზე კარგად რეაგირებდა. კონცენტრაციის ასეთი ვარდნა შესაძლებელი იყო, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხდებოდა.

4 თამაში დაგვრჩა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შეგვიძლია იმის შემდეგ, რაც დღეს აქ ვაჩვენეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს თავმდაბლები არ ვიყავით. მოწინააღმდეგეს პატივი არ ვეცით და საკუთარი თავი მოვიტყუეთ.“

ცნობისთვის, 4 ტურის შემდეგ, ვილიარეალს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ტოპ 24-ში მოხვედრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შემდეგ ტურში, მარსელინოს გუნდი დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები