ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საინტერესო შენაძენია, მაგრამ..." - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

იტალიელმა ჟურნალისტმა, მაურიციო პისტოჩიმ, რომელიც Sport Mediaset-ში 35 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მოკლედ ისაუბრა. პისტოჩის სიტყვები Napolimagazine.com-მა გაავრცელა და მისი თქმით, საწყის ეტაპზე, „კვარას“ ძირითადში ასპარეზობას არ უნდა ველოდოთ.

„ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესო შენაძენია, თუმცა საეჭვოა, რომ ნაპოლიში გადმოსვლისთანავე ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად იყოს.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხვიჩას შესახებ „პარტენოპეის“ თავკაცმა, ლუჩიანო სპალეტიმ ისაუბრა და განაცხადა: „ის ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც მცირე სივრცეებში კარგად თამაშის უნარი აქვს. იგი იმ მოთამაშეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც არჩევანის გაკეთების პროცესისას გენიალური გამოსავლის პოვნა შეუძლიათ. ასეთ ფეხბურთელთან მუშაობას ყველა მწვრთნელი ისურვებდა და მას გოლებიც გააქვს.“

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

ფოტო: დინამო ბათუმის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცეცაძე: ,,გულშემატკივარს სურდა ტორპედო დინამოების დონის გუნდი 3 თვეში გამხდარიყო
ცეცაძე: ,,გულშემატკივარს სურდა ტორპედო დინამოების დონის გუნდი 3 თვეში გამხდარიყო"