რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
„ბიჭებს კობი ბრაიანტის ინტერვიუ ჩავურთე“ - პიოლი ატალანტასთან მატჩის შემდეგ
Aa Aa
16 მაისი 2022  |  00:21

„ბიჭებს კობი ბრაიანტის ინტერვიუ ჩავურთე“ - პიოლი ატალანტასთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „ატალანტასთან“ გამარჯვების (2:0) შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ განვლილი მატჩი შეაჯამა.

რა თქვა პიოლიმ:

ატალანტა ძალიან ძლიერი გუნდია, რომელმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ამის მიუხედავად, დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ და მათ ცოტა მომენტის შექმნის შესაძლებლობა მივეცით.

ყველა განვლილმა მატჩმა გვასწავლა, რომ ჩემპიონობისთვის გვაქვს ყველაფერი, რაც მონდომებას, რწმენას და გამბედაობას გულისხმობს. „ლაციოსთან“ და „ვერონასთან“ შემოტრიალებულმა თამაშებმა მეტი თავდაჯერებულობა მოგვცა და შფოთვა გარკვეულწილად წაგვართვა.

ბიჭებმა კარგად იციან, რომ გვაქვს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეებიც. უნდა ვეცადოთ, რომ ძლიერი მხარე მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

პიოლის კომენტარი დასკვნითი ტურის მატჩზე:

სიმართლე გითხრათ, ბოლო რამდენიმე კვირა სავსებით ნორმალური იყო, რადგან ვხედავ ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებას. ისინი იღიმებიან, ხუმრობენ და საქმისადმი მაქსიმალურად არიან კონცენტრირებულნი. სანერვიულო არაფერი მაქვს, რადგან მათ მიდგომას კარგად ვხედავ.

თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საქმე ბოლომდე ჯერ არ მიგვიყვანია. დღევანდელი თამაშის შემდეგ ბიჭებს ვაჩვენე კობი ბრაიანტის ინტერვიუ, სადაც ის NBA-ს ერთ-ერთი ფლეი-ოფის დროს, როდესაც ლეიკერსი 2:0-ს იგებდა, ამბობს, რომ სამუშაო დასრულებული ჯერ არ არის.

ჩვენ უნდა ჩევინარჩუნოთ სიმშვიდე და კონცეტრაცია. ეს შესაძლოა საბოლოოდ გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში „მილანმა“ საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ 2:0 მოუგო და ჩემპიონობამდე 1 თამაშიღა აშორებს. იმ შემთხვევაში, თუ დღეს „ინტერი“ სტუმრად „კალიარის“ დაამარცხებს, 38-ე ტურში „როსონერის“ ჩემპიონობისთვის 1 ქულის აღებაც კი ეყოფათ.

 დასკვნით ტურში „მილანი“ სტუმრად „სასუოლოს“ შეხვდება, „ინტერი“ კი საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?
ანალიზი - დე იონგის ზღაპარი სრულდება.. რა გახდა ამის მიზეზი?