პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

დაამარცხეთ ლივერპული 4:0 - გუარდიოლა საუთჰემპტონს მიმართავს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ „ვესტ ჰემთან“ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „საუთჰემპტონისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ეტყოდა გუარდიოლა „საუთჰემპტონს“, ესპანელმა სპეციალისტმა ასეთი პასუხი გასცა: „დაამარცხეთ ლივერპული 4:0!“

50 წლის სპეციალისტმა დასკვნით ტურზე და საჩემპიონო შანსებზეც ისაუბრა:

„ბოლო ტურის წინ დიდი უპირატესობა გვაქვს. სახლში ვთამაშობთ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. არ გვჭირდება სხვა კლუბების ყურება, მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად.

ჩემპიონის ბედი ბოლო ორ ტურში წყდება, რაც იმის დასტურია, რომ ორივე გუნდი უმაღლესი დონისაა“.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 37 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ვესტ ჰემთან 2:2 ითამაშა, რის შედეგადაც „ლივერპულს“ შანსი აქვს, რომ სატურნირო ცხრილში პეპის გუნდთან ჩამორჩენა შეამციროს. ვინაიდან, მერსისაიდელებმა შაბათს „ჩელსისთან“ FA Cup-ის ფინალი ითამაშეს, კლოპის გუნდი „საუთჰემპტონთან“ 37-ე ტურის გადადებულ შეხვედრას სამშაბათს გამართავენ, გამარჯვების შემთხვევაში კი სიტისთან სხვაობას მინიმუმამდე დაიყვანენ.

რაც შეეხება 38-ე ტურს, „მანჩესტერ სიტი“ საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილას“ შეხვდება, „ლივერპული“ კი ასევე საკუთარ მოედანზე „ვულვზს“ დაუხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მძიმე დიალოგი იყო“ - სუარესი სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს
„მძიმე დიალოგი იყო“ - სუარესი სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს