გიორგი შერმადინი
Aa
Aa

კარიერაში მეოთხედ - შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდში გიორგი შერმადინი მოხვდა, რაც ქართველი კალათბურთელის კარიერაში მეოთხედ მოხდა, პირველად 2016-17 წლების სეზონში, როცა '''მორაბანკ ანდორაში'' თამაშობდა. ასევე, ''ტენერიფეს'' მაისურით სეზონის სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მესამედ შეიყვანეს.

სიმბოლური გუნდის შედგენისთვის გამოკითხვა მიმდინარეობდა. მწვრთნელებმა და ქომაგებმა შერმადინი ცენტრის პოზიციაზე პირველ ადგილზე გაიყვანეს, მედიის წარმომადგენლებმა და მოთამაშეებმა კი - მეორე პოზიციაზე.

სეზონის სიმბოლური ხუთეული ასეთია: გიორგი შერმადინი (ტენერიფე), მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ძანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, შერმადინი სეზონის საუკეთესო კალათბურთელის პრიზის მოპოვებისთვის იბრძვის. გასულ სეზონში, 2020-21 წლების სეზონში შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასე რომ, მისი მიზანი ტიტულის შენარჩუნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინმა 3 წამით ადრე ჩააგდო და თავისი ყოფილი გუნდი გააგდო
შერმადინმა 3 წამით ადრე ჩააგდო და თავისი ყოფილი გუნდი გააგდო