მილანი, ატალანტა, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

"ეს მორიგი ფინალია" - პიოლი ატალანტასთან მატჩის წინ

სერია ა-ს მორიგ ტურში „მილანი“ „ატალანტას“ უმასპინძლებს. ამ მატჩზე ჩემპიონის ბედია დამოკიდებული. შეხვედრის წინ, „როსონერის“ თავკაცმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„ძალიან ბევრი რთული ეტაპი გადავლახეთ. ვხვდებით გუნდს, რომელიც გვაიძულებს საუკეთესოდ ვითამაშოთ. სავსე სტადიონი დამატებით ენერგიას და მოტივაციას მოგვცემს. ორიენტირებულები და მოტივირებულები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ჩვენი მენტალიტეტი არ უნდა შეიცვალოს. ჯერჯერობით ძირითადი შემადგენლობა არ მომიფიქრებია.

აქამდე ძალიან კარგად მოვედით და ხვალაც ასე უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ მატჩზე უნდა ვიფიქროთ და კონცენტრაციაში ხელი არაფერმა შეგვიშალოს. ეს მორიგი ფინალია. იმედი მაქვს, ეს ზლატანის ბოლო სეზონი არ იქნება. ის სულით ჩემპიონია. ჩემმა გუნდმა ბევრი რამ გამოიარა და ამ ყველაფერმა გამოცდილება მოგვცა. „ატალანტასთან“ მატჩში არის დრო, რომ, რაც დავთესეთ, ის მოვიმკოთ.“

სატურნირო ცხრილი

ამ მომენტისთვის, 36 ტურის შემდეგ, სერია ა-ს 80 ქულით „მილანი“ ლიდერობს. მეორე პოზიციას 78 ქულით „ინტერი“ იკავებს. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. „როსონერის“ 1 ფრის უფლება აქვს. თანაბარ ქულებზე ჩემპიონი პიოლის გუნდი გახდება. „მილანისა“ და „ატალანტას“ დაპირისპირება 15 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები