უიღბლო პერიოდი დასრულდა - კიტეიშვილი ვოლფსბერგერთან ითამაშებს
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თამაშისთვის მზადაა. CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ ვენის ''რაპიდთან'' მატჩის შემდეგ სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი სრულიად ჯანმრთელი იყო, გამოკვლევიდან გამომდინარე ტრავმა არ დაფიქსირდა, თუმცა მოთამაშე ტკივილს გრძნობდა. 26 წლის კრეატიულ ნახევარმცველს ტკივილმა გაუარა, ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში ''ვოლფსბერგერთან'' სამატჩო განაცხადში იქნება, შეხვედრის მიმდინარეობისას ჩაერთვება შეხვედრაში.
შეგახსენებთ, კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში პსვ-სთან შეხვედრაში, 30 სექტემბერს მიიღო. მოედანს 20 მარტს, ''კლაგენფიურტთან'' შეხვედრაში დაუბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო, სასტარტოში მხოლოდ ერთხელ იასპარეზა.
საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი შეაგდო და 5 საგოლე პასი შეასრულა.
''შტურმი'' მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში ლუკა ლოჩოშვილის ''ვოლფსბერგერს'' უმასპინძლებს. შეხვედრა 15 მაისს, 19:00 საათზე დაიწყება.