მოქმედმა ჩემპიონმა ქულები დაკარგა - ქალთა ლიგას სამეგრელო ლიდერობს
Aa
Aa

მოქმედმა ჩემპიონმა ქულები დაკარგა - ქალთა ლიგას სამეგრელო ლიდერობს

საქართველოს ქალთა ლიგის მესამე ტური საკმაოდ საინტერესო გამოდგა. 14 მაისს სამი მატჩი გაიმართა. დავიწყოთ ცენტრალური დაპირისპირებით, რომელშიც „სამეგრელომ“(ყოფილი „ნიკე“) სოხუმის „დინამოს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა.

გივი კვარაცხელიას გუნდიდან ორივე გოლი ახალწვეულმა თამარ სალუქვაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშში აისახა. სოხუმელებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს გამოიღვიძეს და გააქტიურდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

შეიძლება ითქვას, რომ სენსაცია დაფიქსირდა ხობში, სადაც ადგილობრივმა „კოლხეთმა“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს“ უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირებაც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გიორგი ჩხაიძის გუნდი ბევრს ცდილობდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. საბოლოო ჯამში ფრე 0:0. ქსკ „ლანჩხუთმა“ 2021 წლის 18 ივნისის შემდეგ ქულები პირველად დაკარგა.

მესამე მატჩი თბილისში, ნუცუბიძეზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში გაიმართა, სადაც „კვარტალმა“ აუტსაიდერ „გორი იუნაიტედს“ უმასპინძლა და მარტივად 4:1 დაამარცხა. ნორჩი „დინამოსა“ და „მართვეს“ დაპირისპირება 15 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს ჩემპიონატს 3 ტურის შემდეგ, უდანაკარგოდ 9 ქულით გივი კვარაცხელიას „სამეგრელო“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზე კი ქსკ „ლანჩხუთი“ მოგვევლინა. შემდეგ ტურში კი ერთმანეთს სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1923 წლის
1923 წლის "თეთრი ცხენის" სახელობის მატჩი - რა მოხდა ინგლისის თასის ფინალში?