რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
FIBA-ს წარმომადგენლები საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ
Aa Aa
12 მაისი 2022  |  12:30

FIBA-ს წარმომადგენლები საკალათბურთო დარბაზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ

თბილისს სტუმრობს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) 15-კაციანი დელეგაცია, რომელსაც FIBA ევროპის აღმასრულებელი დირექტორი, კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს.

FIBA-ს წარმომადგენლებმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესა და იოსებ ბაღათურიასთან, ასევე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვიქტორ სანიკიძესა და ფედერაციის გენერალურ მდივანთან, გიორგი ქართველიშვილთან ერთად დაათვალიერეს ევრობასკეტისათვის აშენებული მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

კამილ ნოვაკმა დადებითი შეფასება მისცა მიმდინარე სამუშაოებს და აღნიშნა, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ დიდი პროგრესი სახეზეა.

„დავიწყებ იმით, რომ ბოლოს აქ ვიყავი 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ ნანახი პროგრესით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ არენის ნებისმიერი კონსტრუქცია არის დიდი საქმე, ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ გავდივართ პოსტ-პანდემიურ პერიოდს, რომელიც ნამდვილად უნიკალურია ისტორიაში. დიდია მისი როგორც ეკონომიკური, ისე ზოგადი გავლენები და როდესაც ვხედავ, რომ ასეთ გარემოებებშიც კი, ასეთ პროგრესი მიიღწევა, ნამდვილად მოხარული ვარ. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო, როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე კალათბურთის ფედერაციას და ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს, რომ უდიდესი ძალისხმევაა ჩადებული და აშენებული არენა არის დიდი საქმე. თუ გადავხედავთ ბოლო ორ წელიწადს, მთელი მსოფლიო, მთელი ევროპა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა. ვიმედოვნებ, რომ უკვე ძალიან მალე იქნება ბოლო ფაზა და ივლისის დასაწყისში დაგეგმილი ესპანეთთან კალათბურთის საკვალიფიკაციო თამაში იქნება ამ შესაძლებლობის დიდი ზეიმი, რადგან, როგორც ვიცი, ეს სასახლე იქნება სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, - აღნიშნა კამილ ნოვაკმა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ ახალშექმნილმა სამინისტრომ ერთი წლის წინ მოცემული სპორტული სასახლის სახით საკმაოდ მძიმე ვალდებულება გადმოიბარა, მაგრამ დღეს, პროგრესი სახეზეა და ამას მოწმობს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული დადებითი შეფასებები.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ კი ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე დასრულდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისათვის ყველაფერი მზად იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის პროცესში. მიმდინარე წლის 26 იანვარს მინისტრმა თეა წულუკიანმა მულტიფუნქციურ სპორტულ სასახლეში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც მინისტრის დავალებით, მშენებლობის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კვირაში ერთხელ იმართებოდა შემაჯამებელი შეხვედრები მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიას ხელმძღვანელობით, მიმდინარეობდა ყოველკვირეული მონიტორინგი, რომლის შედეგად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშები კვირაში ერთხელ იგზავნებოდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციაში.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
რა ეტაპზეა მშენებარე დარბაზი - ემუქრება თუ არა ევრობასკეტს სხვა ქვეყანაში გადატანა
რა ეტაპზეა მშენებარე დარბაზი - ემუქრება თუ არა ევრობასკეტს სხვა ქვეყანაში გადატანა